The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ერისთავი

ლევან ერისთავი
Date of birth:24 November, 1951
Date of death:4 January, 2024  (at 72 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ინსტიტუტი 1978 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ე. შენგელაიას სახელოსნო) 1981 წელს.

1973-1975წწ. მუშაობდა საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრად. 1976 წლიდან ეწევა სარეჟისორო და სამსახიობო მოღვაწეობას. გადაიღო მხატვრული ფილმები: "ევრიკა" (1977), "ყოველ საათს", "კვაზიმოდო" (დ. ცინცაძესთან, 1980), "დღიურის ჩანაწერები" (1976), სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მარტივი პასიანსი" (1990), დოკუმენტური ფილმი "ბაი-ჩეჩე-ქეი" (2001); როგორც მსახიობი მონაწილეობს ფილმებში: "გზის დასაწყისი" (ლ. ელიავა, 1982), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (ე. შენგელაია, 1983), "ტერანგი" (ო. ლითანიშვილი, 1984), "ორომტრიალი" (ლ. ღოღობერიძე, 1986), "ავტოპორტრეტი"(ე. ბადურაშვილი, 1987), "ანემია" (ვ. კოტეტიშვილი, 1987), "სალომე" (ი. შავლიაშვილი, 1987), "დახატული წრე" (დ. ცინცაძე, 1988), "შემსრულებელი 977" (ო. ლითანიშვილი, 1988), "მდგმურები" (დ. ჯანელიძე, 1989), "ტურანდოტი" (ო. შამათავა, 1989), "ძაღლის ყნოსვა" (გ. დადიანი, 1989) და სხვ. მუშაობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებში ( "მე-9 არხი", "იმედი", I არხი) ტელესერიალების რეჟისორად.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 78; ეროვნული ფილმოგრაფია:geocinema.ge


Share: