შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ ვაწაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი 1957 წელს. 1957-1974წწ მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში ოპერატორის ასისტენტად, 1974-2001წწ. იყო ქდსპფ სტუდიის ოპერატორი. გადაიღო 30-ზე მეტი ფილმი, მათ შორის: "ნიღბის მიღმა" (თ. ბაქრაძე, 1977), "ენგურის ეპოპეა" (ო. გურგენიძე, 1981), "თემის მარცვალი" (ე. მდინარაძე, 1985), "მიმინო მყავდა" (გ. ბალიაშვილი, 1985), "უკვდავი სული"(შ. შონია, ზ. შანიძე, 1987), "ბალერინა" (ო. გურგენიძე, 1988), "იყალთოური ორნამენტები" (ჟ. ლომიძე, ი. შველიძე, 1988), "სცენიდან განდევნილი ადამიანები" (შ. შონია, დ. კობახიძე, 1989), "უწყვეტი ხაზი" (ო. გურგენიძე, 1990), "თბილისის ქრონიკები" (თ. დოლიძე, 1990) და სხვ. მხატვრული ფილმი "კედელი მზერის არეში" (მ. ხონელიძე, 1995). კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 86; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |