The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ია არსენიშვილი

ია არსენიშვილი
Date of birth:3 March, 1971  (54 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი 1994 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ფაკულტეტი 1995 წელს. 

1990-1991წწ. იყო "ქართული ფილმის" მხატვარი-მულტიპლიკატორი, 1992-1994წწ. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" ადმინისტრაციის თანამშრომელი, 2000 წელს გიმნაზია "მოძღვარის" მასწავლებელი, 2001-2003წწ. გიმნაზია "სხივის" სასწავლო ნაწილის გამგე. გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: "ქარვასლა" (თბილისი, 1997), სეგ (თბილისი, 1998), შერატონ მეტეხი პალასი (თბილისი, 1999), თსსა (2000), საქართველოს სამედალიერო ხელოვნების მუზეუმი (2001), სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, 2002), შერატონ მეტეხი პალასი (ბაქო, 2004), სტამბული (2004), პერისია პალასი (კაბადოკია, 2004), თანამედროვე ხელოვნების გალერეა "ილიადა" (სტამბული, 2006); ჯგუფური გამოფენები: მოსკოვი (რუსეთი), მონპელიე (საფრანგეთი), ჩიკაგო (აშშ), კიოლნი (გერმანია ). მონაწილეობდა ტექსტილის II და III საერთაშორისო სიმპოზიუმებში. მიღებული აქვს საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის (2000), თბილისის მერიის კულტურის სამსახურის პრემია (2003 ). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.43;  თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1999-)

Share: