The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემზარ მილორავა

ემზარ მილორავა
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1977წწ. მუშაობდა ფოთის ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებლობის ქარხანაში კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1977-1990წწ. საქართველოს საბინაო-სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1993-1996წწ. იყო შპს "კირითხურონის" მთავარი ინჟინერი, ფოთის მერიის მრჩეველი, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1996-2002წწ. არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2002-2006წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ფოთის "არქმშენინსპექციის" უფროსი; ზედამხედველობას უწევდა სხვადასხვა სამრეწველო-სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, არის ბევრი მათგანის პროექტის კონსტრუქციული ნაწილისა და საინჟინრო კომუნიკაციების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.409

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: