The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ მინდიაშვილი

არჩილ მინდიაშვილი
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1951
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 2020  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1976წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" N3 არქირექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1976-1977წწ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის მთავარ არქიტექტორად; 1977-1986წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" N6 არქიტექტურულ სახელოსნოში უფროს არქიტექტორად; 1986-1988წწ. იმავე საპროექტო ინსტიტუტის N6 კომპლექსური სახელოსნოს არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელად; 1988-1991წწ. სახელოსნოს მთავარ სპეციალისტად; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად; 1995 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1998 წლიდან ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება "კათედრალს"; ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, რომელთაგან მასშტაბურობითა და მხატვრული გადაწყვეტით გამორჩეულია: წმ. სამების საკათედრო ტაძარი ქ. თბილისში (1995-2004); წმ. ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, 1998წ.) და სხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში; იყო სხვადასხვა არქიტექტურული კონკურსების, მათ შორის: თბილისის საცხოვრებელი კვარტალების კეთილმოწყობის პროექტის (II პრემია, 1972), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების ინტერიერის (1976), თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების (1984), წმ. სამების საკათედრო ტაძრის პროექტის (1989-1990) და სხვა კონკურსების გამარჯვებული.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.411-412; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.39

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი (ოქრო)
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: