The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეჟან მინჯორაია

ბეჟან მინჯორაია
Date of birth:9 October, 1954  (70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ინგირი, ზუგდიდის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს.

1978-1992წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ქ. გაგრის N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში გზის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, საწარმოო-საგეგმო განყოფილების უფროსად; 1993-1995წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო კონცერნის საავტომობილო გზების საკვლევ-საძიებო და პროექტირების სახელმწიფო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტის" პროექტის მთავარი ინჟინერი; 1996-2004წწ. გაერთიანება "აფხაზავტოგზის" აპარატის წამყვანი სპეციალისტი; 2005-2012წწ. მუშაობდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების განვითარებისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის უფროსად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. გაგრის ზონის სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.412


Share: