შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი მირაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" მშენებლობის ხარისხის კონტროლის განყოფილებაში - სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის განყოფილების გამგედ; 1978-1983წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1983 წლიდან ამავე განყოფილებას ხელმძღვანელობდა; 1987-1992წწ. იყო თბილისის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; წლების განმავლობაში კურირებდა საბინაო მშენებლობას, აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ძველი უბნების რეკონსტრუქციაში; ქომაგობდა და ეხმარებოდა მშობლიურ კუთხეს; სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი სახსრებით აფინანსებდა მაღაროს სასოფლო პოლიკლინიკისა და წმ. გიორგის ეკლესიის მშენებლობას; 1992 წლიდან ცხოვრობს და პროფესიულ საქმიანობას ეწევა ქ. მოსკოვში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.412-413
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |