Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლერი მირაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" მშენებლობის ხარისხის კონტროლის განყოფილებაში - სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის განყოფილების გამგედ; 1978-1983წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1983 წლიდან ამავე განყოფილებას ხელმძღვანელობდა; 1987-1992წწ. იყო თბილისის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; წლების განმავლობაში კურირებდა საბინაო მშენებლობას, აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ძველი უბნების რეკონსტრუქციაში; ქომაგობდა და ეხმარებოდა მშობლიურ კუთხეს; სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი სახსრებით აფინანსებდა მაღაროს სასოფლო პოლიკლინიკისა და წმ. გიორგის ეკლესიის მშენებლობას; 1992 წლიდან ცხოვრობს და პროფესიულ საქმიანობას ეწევა ქ. მოსკოვში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.412-413
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |