The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მირიანაშვილი

გიორგი მირიანაშვილი
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1980 წელს.

1980 წელს მუშაობას იწყებს საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, შემდეგ უფორს და წამყვან არქიტექტორად (1991 წლამდე); 1991 წელს იყო საპროექტო ფირმა "ბაზილიკას" პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1991-1994წწ. მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს გაერთიანება "საქმშენიმპექსის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1994-1995წწ. იმავე სამინისტროს არქიტექტურის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად და პროგრამა "ჰაბიტატის" ეროვნული კორდინატორის სამსახურის ხელმძღვანელად; 1996 წლიდან სახაზინო საწარმო "ჰაბიტატჯორჯიას" დირექტორად; მისი ავტორობით დაპროექტებული და განხორციელებული ობიექტებია: საცხოვრებელი მიკრორაიონი გაგრაში (I პრემია 1989წ.), დიდგორის ბრძოლის გმირთა მემორიალი (1983), კულტურის ცენტრი იერუსალიმში (III პრემია, 1977), ფირმა "სკარდის" ოფისი სააკაძის მოედანზე, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია, დასასვენებელი სახლის რეკონსტრუქცია დაბა ლესელიძეში, ექსპერიმენტული საცხოვრებელი სახლების სერია ქ. თბილისში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.413

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1987-)

გააზიარე: