The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო თარხან-მოურავი

ნინო თარხან-მოურავი
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ჟორდანიას სახელოსნო) 1996 წელს. 

1996 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა სომხურ ფილმში თბილისში მცხოვრებ მხატვარ ვანო ხოჯაბეკიანზე "ანთებული ფარანი" (ა. აივაზიანი, 1983). მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: "გზაჯვარედინი" (ლ. კიტია, 1991) და "თვინიერი" (დოსტოევსკის მოთხრობის მიხედვით, რეჟ. ა. ვარსემაშვილი, 1991). მონაწილეობდა ფილმებში: "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "ხარება და გოგია" (გ. შენგელაია, 1987), "წინამორბედი"(ი. კვაჭაძე, 1988), "ცივა" (გ. ბარაბაძე, 1989), "პრემიერა" (გ. ლორთქიფანიძე, 1991), "მეოთხე თვის პირველიო დღე" (გ. ცაავა, 1991), ნ. ჯორჯაძის ფილმებში: "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (1996), "ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა" (2000, "ფოსტალიონი" (2003).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 91; შოთა რუსთაველის სახელობის სახ. თეატრის ვებ-გვერდი: rustavelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge


გააზიარე: