The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარია თენაზი

მარია თენაზი
ოფიციალური სახელი:მარია თათევოსიანი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1930  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა პეტრაშევსკის კერძო კომერციული სასწავლებელი, სწავლობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.

კინოში მიიწვია რეჟისორმა ვლადიმერ ბარსკიმ. შეასრულა მთავარი როლები მის ფილმში: "შუქურას საიდუმლოება" (1925), "წარსულის საშინელებანი" (1926), "მეცხრე ტალღა" (1926). მონაწილეობს "სახკინმრეწვის და სხვა სტუდიების ფილმებში, მათ შორის "გაფლანგვა" (ი. პერესტიანი, 1927), "ღრუბელთა თავშესაფარი" (ზ. ბერიშვილი, 1928) და სხვ.  ფილმის "ღრუბელთა თავშესაფრის" გადაღების დროს ის მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა ქობულეთში. სომეხი კინომსახიობი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 93; imdb.comkino-teatr.ru


გააზიარე: