The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჭიჭინაძე

ნიკოლოზ ჭიჭინაძე
ოფიციალური სახელი:პარმენ ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 1921  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოდოგანი (მაშინდელი ქუთაისის მაზრა).

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი და მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1911-1915 წლებში საქართველოდან გაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის საწყის ეტაპზე ჩაბმული იყო დონის როსტოვის მოვლენებში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1918-1920 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძე ჩაანაცვლა საქართველოს სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, 19 თებერვალს, სამხედრო მინისტრი ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე და დამფუძნებელი კრების წევრები ნოე ხომერიკი, გრიგოლ ურატაძე და გოგილო ცინცაძე ფრონტის დათვალიერებისას, ორ შეიარაღებულ წითელარმიელს გადააწყდნენ, რომლებიც იქვე დაატყვევეს. საბჭოთა რუსეთის მიერს საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მინისტრი ჭიჭინაძე საქართველოში დარჩა, დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში ტუსაღობისას დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. მის დაკრძალვას საქართველოში ერთ-ერთ პირველი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია მოჰყვა. მისი დასაფლავება გადაწყვეტილი იყო რუსთაველის პროსპექტზე, დიდების ტაძართან. ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.436; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: history.mod.gov.ge


გააზიარე: