The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაზი შამანაური

ნაზი შამანაური
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1983  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოძისი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1965 წელს, ხოლო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

მუშაობდა სოფელ პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში აღმზრდელად. იყო თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციის ჟურნალისტი. აქვეყნებდა კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო წერილებს. ბოლო წერილი მან 1974 წლის 7 ივნისს გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" გამოაქვეყნა, რის შემდეგაც, დაიწყო მისი, როგორ ჟურნალისტის, დევნა და შევიწროვება. 1982 წლის 14 აგვისტოს, ჩარგალში, "ვაჟაობის" დღესასწაულზე, ნაზი შამანაური სიტყვით გამოვიდა და ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობა, რისთვისაც იგი მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა. დუშეთის უშიშროების განყოფილების გამგემ იქვე წაართვა მას 77 გვერდიანი მხილების ტექსტი. მასთან ერთად დაკავებული იქნა დედამისიც. დუშეთის რაიონის სასამართლომ დედა-შვილს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის მ. ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნაზი  შამანაურმა შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინექციებით, რითაც მძიმედ დააავადა და გარდაიცვალა. 2011 წლის აგვისტოში მედიაკავშირმა "ობიექტივმა" ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედალი დააწესა. ჯილდო და სიგელები იმ ჟურნალისტებს გადაეცემათ, რომლებიც საკუთარ პროფესიას ერთგულად ემსახურებიან, საზოგადოებას მართალ, ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან და ამასთანავე, ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვიან.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: