The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი ეგიზარიანი

ოფიციალური სახელი:სურენ ეგიზარიანი
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1922  (102 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1947-1951წწ. სწავლობდა ერევნის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობას იწყებს მსახიობად ერევნის სუნდუკიანის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1952 წელს ს. ეგიზარიანი გადავიდა კიროვაკინის აბელიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1954 წლიდან თბილისი პ. ადამიანის სახელობის დრამატული სომხური თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზიმზიმოვი, მოსისიანი, ოქრო (გ. სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა", "ძველი თბილისი"), მალვილიო (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გოგოლი, სანდრო (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", "მარადისობის კანონი"), კობა (ალ. ყაზბეგის "მამის მკვლელი"),  ოსიპი ნ. გოგოლის "რევიზორი"),  აკოპ ალაჯიანი, სუსიკიანი (ჟ. არუთინიანის "შენი უკანასკნელი ნავსაგდური",  "სუნდუკიანის სიზმარი"), ჩესმაკოვი (მ. გორკის "მდაბიონი"), კოვრიგინი (გ. მდივნის "ვინ არის დამნაშავე") და სხვა. ს. ეგიზარიანი გდაღებულია ქართულ კინოშიც.

წყარო:  ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.101

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1922 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: