The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ბოკუჩავა

აკაკი ბოკუჩავა
Date of birth:16 September, 1912
Date of death:26 July, 1989  (at 76 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

1931-1932 წლებში სწავლობდა ქ. სამტრედიის პედაგოგიურ ტექნიკუმში; 1932 წელს გადადის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან არსებულ სამსახიობო სტუდიაში.

ტექნიკუმის დამთავრების შემდგომ მუშაობა დაიწყო ქ. სამტრედიის მოზარდმაყურებელთა თეატრში; 1938 წლიდან სოხუმის ქართული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მანუჩარი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ზასლონოვი (ა. მოვზოლის "კონსტანტინე ზასლონოვი"), გელა (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ანდრო (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დომენტი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ბაში-აჩუკი (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ხევისბერი (ალ. ყაზბეგის "მოძღვარი") და სხვა. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.108; ა.ი. ბოკუჩავა : ნეკროლოგი // საბჭოთა აფხაზეთი. - სოხუმი, 1989. - 28 ივლისი.-N140.-გვ.4

Awards and Honors

  • 1982 - აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1955 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არტისტი

Share: