Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა მირიმანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მიენიჭა მიმოსვლის გზების ინჟინრის კვალიფიკაცია 1980 წელს. 1980-1999წწ. მუშაობდა კავკასიის საკვლევ-საძიებო საპროექტო ინსტიტუტში "კავსახტრანსპროექტი" ("კავგიპროტრანსი" 1980-1996წწ.) მეტროსა და გვირაბების განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად, განყოფილების მთავარ სპეციალისტად; მონაწილეობდა ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სხვადასხვა უბნების გაგრძელების და მშენებარე მონაკვეთების მუშა დოკუმენტაციის შედგენაში; ტრანსკავკასიის რკინიგზის მაგისტრალის გვირაბების პროექტს, "ყარსი-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის გვირაბების ტედ-ის,"ხარაგაული-მარელისის" სარკინიგზო უბანზე მეორე ლიანდაგების მოწყობის სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის მუშა პროექტს, საავტომობილო გზის "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს", ქ. სოჭის შემოსავლელი გზის გვირაბების მუშა პროექტის, "ნატახტარი-ბესლანის" საავტომობილო გზის 61-80 კმ-ზე ჩოხელთხევის, ნაღვარეთხევის საავტომობილო გვირაბების მუშა პროექტის შედგენაში; 1999 წლიდან დღემდე მუშაობს შპს "კავგიპროტრანსი-მგ" მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ტაშისკარის სარწყავი გვირაბის საპროექტო სამუშაოებში; საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით თბილისში, ბათუმში, თელავში ქუჩების რეაბილიტაციის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გონიოს სასმელი წყლით მომარაგების სისტემის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში; მეტროპოლიტენის, რკინიგზის, საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობისათვის, როგორც მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ინჟინერი წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის დაჯილდოებულია სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.415
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |