შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ მირიმანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მიენიჭა მიმოსვლის გზების ინჟინრის კვალიფიკაცია 1977 წელს. 1982-1986წწ. იყო საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "სოიუზდორნიის" ასპირანტი (რუსეთი); არის მთიანპირობებში საავტომობილო გზების საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებში არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; 1977-1993წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტში" ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; მონაწილეობდა საქართველოს, რუსეთის, ყაზახეთის და შუა აზიის რესპუბლიკებში საავტომობილო გზების საპროექტო სამუშაოებში; მათ შორის, ქ. სოჭის, ქ. თბილისის და სოხუმის შემოსავლელი გზების; 1993-1996წწ. იყო შპს "რითმის" კომერციული მენეჯერი; 1996-1999წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში რუსულ-ამერიკული კონსორციუმის "როსდორნიი-პარსონსის" საზედამხედველო ჯგუფის რეზიდენტ ინჟინრად, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში N1 "ბელორუსი" და N5 "დონი", საავტომობილო გზების რემონტის საზედამხედველო სამუშაოებში; 1999-2004წწ. მუშაობდა შპს "კავგიპროტრანსი-მგ" მთავარ სპეციალისტად, მონაწილეობდა ტაშისკარის სარწყავი გვირაბის და სხვა ინფრასტრუქტურულ საპროექტო სამუშაოებში; 2004 წლიდან შპს "აზამშენპროექტის" საზედამხედველო განყოფილების უფროსი და ტექნიკური დირექტორია; მონაწილეობდა საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთების, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ნაპირსამაგრი სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებაში საქართველოს მასშტაბით; 2009 წელს მონაწილეობდა "ჩინეთ-რუსეთის" შემაერთებელი I კატეგორიის საავტომობილო გზის "ალმატი-კოკპეკ-ჩუნჯა-კოკტალ-ხორგოსის" მონაკვეთზე სამი სახიდე გადასასვლელის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში პროექტის მთავარი ინჟინრის რანგში; 2011 წლიდან მონაწილეობდა ქ. ბათუმის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების, ბარცხანას ხიდის მშენებლობის სამუშაოების, "ბათუმი-გონიოს" ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოების და სხვა ობიექტების საზედამხედველო მომსახურებაში; 2012-2013წწ. მონაწილეობდა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ ქ. ფოთის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის პროექტში; 2011 წლიდან მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების მშენებლობის პროექტში; 2015-2016წწ. მიონაწილეობდა აჭარის რეგიონში უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის დეტალური პროექტის მომზადების პროექტში, პროექტის მთავარი ინჟინრის რანგში; 2016 წლიდან მონაწილეობს მუნიციპალური განვითარების პროექტის "რეგიონული განვითარების პროექტი III-ის" ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებში; საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობისათვის, ასევე, როგორც მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ინჟინერი და მეცნიერი, წარმატებული საქმიანობისათვის დაჯილდოებულ იქნა "ღირსების" მედლით (2008). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი 1988 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.415
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |