The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მიქაბერიძე

ალექსანდრე მიქაბერიძე
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:1972  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1927 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში, სადაც 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა; 1938 წლიდან მუშაობდა ტრესტ "ხრამჰესმშენის" სისტემაში; ომის შემდგომ პერიოდში დაინიშნა "ხრამჰეს-თბილისის" ურთულესი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უფროსად; 1948 წელს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველად; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიასა და ყოფილი სსრ კავშირის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში მრავალი მაგისტრალური ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის, ამიერკავკასიის რკინიგზის სურამის უღელტეხილის უბნის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ენერგეტიკის განვითარების საქმეში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.417; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.110

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: