შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ზაუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს. 1955-2005წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. სხვადასხვა დროს იყო რეჟისორის ასისტენტი, სპექტაკლის წამყვანი, რეჟისორი. დადგა რამდენიმე სპექტაკლი, ასრულებდა სახასიათო როლებს. კინოდებიუტი შედგა ფილმში: "ბურთი და მოედანი" (ყ. მგელაძე, 1961). მონაწილეობს ფილმებში: "არდადეგებზე" (მ. კოკოჩაშვილი, 1962, პილოტი), "ბოდიშით, თქვენ გელით სიკვდილი" (ყ. მგელაძე, 1965), "პიერი, პოლიციის თანამშრომელი" (დ. რონდელი, 1965), "გიორგობისთვე" (ო. იოსელიანი, 1966, შოთა), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (დ. რონდელი, 1967), "ჩამავალი მზე" (თ. ფალავანდიშვილი, 1970), "ქვევრი" (ი. კვირიკაძე, 1970), "ზღვის მგელი" (რ. ჭარხალაშვილი, 1972), "ვერის უბნის მელოდები" (გ. შენგელაია, 1973, ყასაბი მიხაკა), "წკიპურტები" (რ. ესაძე, 1973, სტუმარი), "ლაზარეს თავგადასავალი" (ქ. ხოტივარი, რ. ხოტივარი, 1973, თავადი), "წყაროს გზის პირას" (თ. ფალავანდიშვილი, 1974), "მოხეტიალე რაინდები" (თ. ფალავანდიშვილი, 1975), "გასეირნება თბილისში" (ნ. მჭედლიძე, 1976), "დათა თუთაშხია" (გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978, მახოს მეაბჯრე), "შესვენება" (გ. წულაძე, 1978), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (გ. მატარაძე, 1983) და სხვ. 1987 წლიდან ასრულებდა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის დირექტორის მოადგილის მოვალეობას. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 88; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.369 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |