| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი. საშუალო განათლება ერევანში მიიღო. 1908 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ჩააბარა ქ. ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-სამელიორაციო ფაკულტეტზე, რომელიც 1915 წელს წარმატებით დაამთავრა. ანტონ ჯაფარიძე მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში, საქართველოს წყალთა მეურნეობის სამმართველოში. მან დიდი წვლილი შეიტანა კოლხეთის ჭაობის ამოშრობაში. საქართველოში მისი თაოსნობითა და ხელმძღვანელობით მოწყობილი იქნა დიღმის ველის სარწყავი სისტემა, გაიყვანეს ქსნის ველის სარწყავი არხები, შეაკეთეს ყარაის სარწყავი სისტემა, აჯამეთის სარწყავი სისტემა და სხვ. მისი ინიციატივით საქართველოს სხადასხვა რაიონში შეიქმნა გლეხთა საკრედიტო-მელიორაციული საზოგადოებები და ამხანაგობები. სოფელ ქსანში გლეხებმა მადლობის ნიშნად ადგილობრივი სამელიორაციო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. ანტონ ჯაფარიძე ინჟინერ კონსტანტინე ფერაძესთან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 1929 წლის 5 ნოემბერს რკინიგზის დამცველი რაზმის მსროლელმა ლომინაძემ სასიკვდილოდ დაჭრა სოფელ სვირში. გარდაიცვალა ქუთაისის საავადმყოფოში 6 ნოემბერს. საქარისა და ობჩის მცხოვრებთა წარმომადგენლის მოთხოვნით აჯამეთის სარწყავ არხს ეწოდა ინჟინერ ანტონ ჯაფარიძისა და კონსტანტინე ფერაძის სახელი. ინჟინერ-მელიორატორი, ჰიდროინჟინერი, საქართველოს წყალთა მეურნეობის სპეციალისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.426; სადგურ სვირში მომხდარ მკვლელობის გარშემო // კომუნისტი. - თბილისი, 1929. - 7 ნოემბერი. - N258. - გვ.4-5; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.459 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

