The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიზა ბაგრატიონი

ლიზა ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1996 წელს. 

იყო გაზეთ "The Georgian Times" პასუხისმგებელი რედაქტორი; კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მრჩეველი; მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში. მონაწილეობს კლიპში "სიყვარული დაფრინავს" (2001). არის ფესტივალის "სიმღერა თბილისზე" გრან-პრის მფლობელი; დასახელებულია 1998 წლის საუკეთესო მომღერალ ქალად. კომპანია "ბადაგონის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. გადღებულია ფილმში "მარტოხელა მონადირე". ესტრადის მსახიობი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.53


გააზიარე: