The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ბადრიაშვილი

თეიმურაზ ბადრიაშვილი
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1964
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 2019  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1984 წელს.

1984-1990წწ. იყო თბილისის თოჯინების სახელმწიფო რუსული თეატრის რეჟისორი; საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტის საბავშო და საყმაწვილო გადაცემათა რედაქციის გადაცემის "ბასტი-ბუბუ" რეჟისორი (1992-1994, 1997-1999); 1999 წლიდან გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: დ. ურბანის "თაგვი ყველა თაგუნას უყვარს" (თოჯინების რუსული თეატრი, 1984); ა. პოპესკუს "მზის სხივი" (1986). მხატვრულად გაფორმებული აქვს შემდეგი სპექტაკლები: "ბრიყვი და ხელმწიფე" (რუსთავის თოჯინების თეატრი); "ერთი სურათი საგვარეულო ალბომიდან" (გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. 1999). მეთოჯინეთა საერთაშორისო ასოციაცია (უნიმას) საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.53

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1985-)

გააზიარე: