შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბდების ადგილი: ქ. ბოლნისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს. 1983-1989წწ. იყო გეოლოგიური ექსპედიციის ინჟინერ-გეოლოგი; 80-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოდან"; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1996-1997წწ. თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პედაგოგი; 1997 წლიდან არის ადვოკატი; 2002-2007 წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის" იურისტი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვეული სპეციალისტი (2006); 2010 წლიდან იურიდიული კომპანია "პროცესის" პარტნიორი, დირექტორი; 2012-2014 წწ. სისხლის სამართლის რეფორმების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელი. 2005 წელს დასახელებული იყო წლის საუკეთესო ადვოკატად. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-ვ.61; aaf.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 83; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |