The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო ბარათაშვილი

სოსო ბარათაშვილი
Legal name:იოსებ ბარათაშვილი
Date of birth:19 May, 1960  (64 years)
Category:Engineer, Lawyer, Educator, Politician

Biography

დაბდების ადგილი: ქ. ბოლნისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

1983-1989წწ. იყო გეოლოგიური ექსპედიციის ინჟინერ-გეოლოგი; 80-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოდან"; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1996-1997წწ. თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პედაგოგი; 1997 წლიდან არის ადვოკატი; 2002-2007 წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის" იურისტი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვეული სპეციალისტი (2006); 2010 წლიდან იურიდიული კომპანია "პროცესის" პარტნიორი, დირექტორი; 2012-2014 წწ. სისხლის სამართლის რეფორმების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელი. 2005 წელს დასახელებული იყო წლის საუკეთესო ადვოკატად. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-ვ.61; aaf.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 83; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამგეობის სისხლის სამართლის კომიტეტი, თავმჯდომარე (2009-2013)
  • საქართველოს ადვოკატთა კოლეგია, წევრი (1997-2005)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისია, წევრი (1990-1991)

Share: