The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ მიქაუტაძე

როლანდ მიქაუტაძე
Date of birth:15 January, 1935  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზნაკვა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1959-1968წწ. მუშაობდა აფხაზეთში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1968-1976წწ. მუშაობდა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილების უფროსად, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1976 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") თავმჯდომარედ; 1993-2005წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი; დევნილობის პერიოდში სამინისტრო მისი ხელმძღვანელობით წარმატებით აგრძელებდა საქმიანობას; დამუშავდა აფხაზეთში ომით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის რეგიონული და რაიონული პროგრამები; აღდგენით სამუშაოები ჩაუტარდა კოდორის ხეობაში არსებულ სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს; სოფელ აჟარაში აშენდა რაიონული საავადმყოფო და სხვა; არის მეცნიერული და საგაზეთო სტატიების ავტორი მშენებლობის დარგში; იყო ორი მოწვევის საკავშირო არქიტექტორთა ყრილობის დელეგატი; არაერთგზის იყო არჩეული სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. 2004 წელს "წლის ინჟინრის" წოდება დაიმსახურა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.418-419;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: