The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო მიქაშავიძე

კარლო მიქაშავიძე
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2009  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაგომარი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპაციალობით 1952 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "გზაპროექტის" თბილისის ფილიალში ინჟინრად, სადაც წლების განმავლობაში (47 წელი) მუშაობდა საკვლევ-საძიებო და საპროექტო განყოფილებების უფროს ინჟინრად, საძიებო სამუშაოებისა და ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მისი პროექტებით აშენდა: "ფრუნზე-ოშის" (ყირგიზეთი), "დუშანბე-სოროკის", "შუროაბად-ანჟირობი-პოენის", "შაგორ-ზიგარის", "კულიაბ-შაგონ-კალაიხუმბის" (ტაჯიკეთი), "ტანხოი-ულან-უდეს", "პოსოლსკაია-ულან-უდეს", "ულან-უდე-ორონგოის", "ტრესკოვო-ტროიცკაიას", "ულან-უდე-ირკუტსკის", "ულან-უდეს" შემოვლითი გზა (მონღოლეთში), "ჩოხატაური-ბახმაროს", "ახალციხე-ახალქალაქის" (საქართველოში) და სხვა საავტომობილო გზები. მიღებული აქვს მონღოლეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო, ტაჯიკეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.419

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: