The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იულონ მიქაშვილი

იულონ მიქაშვილი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა წნორი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინრად, იმავე წელს გადაიყვანეს თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში წამყვან მაცნიერ თანამშრომლად, წლების განმავლობაში იკვლევდა ჰიდროტექნიკური ბეტონების ტექნოლოგიას, სტრუქტურასა და თვისებებს; მან შეიმუშავა ვიბროაქტივირებული და დაბალეგზითერმული ბეტონების მომზადების ტექნოლოგია; მონაწილეობდა ალგეთის, ხუდონის, ნამახვანის, ზარამაგის (რუსეთი), გეხის (სომხეთი) და სხვა ჰესების სათავე ნაგებობათა ნატურული დაკვირვების დაპროექტებაში, ნამახვანის თაღოვანი კაშხლის მოდელურ გამოცდაში; შეისწავლა ბეტონის ნაგებობათა ზედაპირებზე ატმოსფერული ფაქტორებით გამოწვეული ბზარწარმოქმნა და შეიმუშავა მათი დამცავი კონსტრუქცია და ღონისძიება; 1989-1990წწ. მონაწილეობდა "თბილსრესის" 270 მ-იანი რკინაბეტონის საკვამლე მილისა და ორი 120 მ-იანი საშხეფის მშენებლობაში; 1997 წელს "ენგურჰესის" სადაწნეო დერივაციული გვირაბის აღდგენაში; 2004 წელს შეასრულა მდ. რიონის მარეგულირებელი კაშხლის გამაგრების სამუშაოები ნაგებობების ფუნდამენტისთვის შემუშავებული სპეციალური საცემენტაციო ხსნარით (ქ. ფოთი); ჩართული იყო "ენგურჰესისა" და "აწჰესის" (მდ. აჭარისწყალზე) სარეაბილიტაციო და "ჩაქვი-ბათუმის" გზაზე საავტომობილო გვირაბის ბეტონის სამუშაოების შესრულების პროცესში; 2010 წელს ხელმძღვანელობდა ბაგრატის ტაძარზე (ქუთაისში) მიმდინარე ბეტონისა და ცემენტაციის სამუშაოებს შპს "კაპიტელთან" ერთად; 2011 წლიდან ხელმძღვანელობს "მტკვარჰესის" მშენებლობის ხარისხის მართვასა და ლაბორატორიას; გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 13 გამოგონება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.419-420


გააზიარე: