შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958 წელს მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ორენბურგყამირმშენის" სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1964 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში; სხვადასხვა დროს იყო "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს "კაშხალმშენის" სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსი, ვარდნილჰესების სამშენებლო სამმართველოსა და "ენგურჰესის" ბინათმშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1972 წლიდან იყო "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს უფროსისა და ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველის მოადგილე; 1995 წლიდან, ტრესტის რეორგანიზაციის შემდეგ, სს "საქჰიდროენერგომშენის" მთავარი სპეციალისტი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.420-421 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |