Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ თოლორაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1972 წელს. 1979 წლიდან მოღვაწეობდა "კინომსახიობთა თეატრში". 1967 წლიდან მონაწილეობდა კინოგადაღებებში, პირველი კინოროლია კოსტა ("ცისკრის ზარები", ყ. მგელაძე, 1967), პოპულარობა მოუტანა ლევანას როლმა ფილმში "ღიმილის ბიჭები" (რ. ჩხეიძე, 1969). შეასრულა 20-დე სახასიათო როლი ფილმებში: "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (ყ. მგელაძე, 1969, ბიძინა), "ანარეკლი" (ო. აბესაძე, 1974), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (ყ. მგელაძე, 1975), "თვალი პატიოსანი" (შ. მანაგაძე, 1976), "არაჩვეულებრივი რეისი" (ბ. ჩხეიძე, 1982), "კუკარაჩა" (ს. დოლიძე, ქ. დოლიძე, 1982), "ჯადოსნური ღამე" (თ. ფალავანდიშვილი, 1983), "ახალი არკადია" (თ. ფალავანდიშვილი, 1986), "მარტოხელა მონადირე" (ქ. დოლიძე, 1989), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989), "ო, რა ტკბილია, განშორების ეს ნაზი სევდა" (ქ. დოლიძე, 1991). წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 94; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.34 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |