შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიბლარი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების ფაკულტეტი მიმოსვლის გზების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1971წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროში ჯერ საკვლევ-საძიებო ბიუროს ინჟინრად, შემდეგ უფროსად; 1971-1978წწ. მანგლისის საგზაო უბნის მთავარი ინჟინერი იყო; 1978-1980წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1980 წელს დაინიშნა ახალქალაქის საგზაო სამმართველოს უფროსად; 1990-1992წწ. N2 საგზაო სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო; 1994 წელს გადაყვანილ იქნა ახალქალაქის საგზაო სამმართველოს უფროსად; მისი ხელმძღვანელობით საექსპლუატაციოდ გადაიცა მესხეთ-ჯავახეთის, თეთრიწყარო-მარნეულისა და მანგლისი-თბილისის რეგიონული ცენტრალური საავტომობილო გზები და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი; მიღებული ჰქონდა არაერთი სახელმწიფო ჯილდო და საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.421 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |