Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე მიქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1967წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" ინჟინერი, უფროსი ინჟინერი და ჯგუფის ხელმძღვანელი იყო; 1966-1967წწ. მივლინებული იყო ქ. ტაშკენტში სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "ტაშგიპროგორში" პროექტის მთავარ ინჟინრად; 1967-1980წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტის" ჯერ არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად, შემდგომ კი ტექნიკური განყოფილების უფროსად და ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1980 წელს გადაიყვანეს საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტში მშენებლობის, მშენინდუსტრიისა და კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1987-1992წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობის განყოფილების გამგე; 1993 წელს დაინიშნა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინვესტიციების სამმართველოს უფროსად; მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით დაპროექტებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: ქ. ტაშკენტის ცენტრალური ნაწილის კომპლექსი, ვიშნევსკის სახელობის ქირურგიული კლინიკა მოსკოვში, ქ. ულიანოვსკის "ხალხთა მეგობრობის პარკი" საქართველოს პავილიონი; ხელოვნური ალმასების ქარხანა ქ. ერევანში; სკოლა და საბავშვო ბაღი ქ. მახაჩკალაში, დასასვენებელი სახლი "მზიური", სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკა ქ. თბილისში; ბორჯომის ადმინისტრაციული სახლი, სამგზავრო საბაგირო გზების სადგურები და სტადიონი ჭიათურაში; ქუთაისის, გორისა და რუსთავის განაშენიანება; მეტალურგიული კომბინატის დასასვენებელი კომპლექსიიალღუჯას მთაზე; ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, კულტურის სახლი და რაიონული კავშირგაბმულობის ცენტრი მესტიაში; თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა ბაზა დიღომში; ტურისტული ბაზები ლაგოდეხსა და ვარძიაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.421-422
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |