შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ მიქიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1970წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქვაჭრპროექტში" არქიტექტორის, არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობებზე; 1970-1980წწ. კი საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" IV არქიტექტურულ სახელოსნოში - პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1980-1998წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქაგრომრეწვმშენსახპროექტის" მთავარი არქიტექტორი იყო, ასევე, იყო მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; მისი ავტორობით დამუშავებულ იქნა შემდეგი ობიექტების პროექტები: რესტორანი 110 ადგილზე ახალ-ათონში (არქ. ლ მუშკუდიანთან ერთად), სასტუმრო 500 ადგილზე ქ. სოხუმში (წამახალისებელი პრემია), ფაცხა-რესტორანი ბიჭვინთაში, სასტუმროს შენობა რიწაზე (ლ. აბაშიძესთან ერთად), "საქსოფლტექნიკის" 16-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში (შ. ყავლაშვილთან ერთად), სოცუზრუნველყოფის სამინისტროს შენობა წერეთლის გამზირზე, რესტორანი "ქალაქური" (შ. ყავლაშვილთან და ს. კაციტაძესთან ერთად), "ხიდმშენის" ადმინისტრაციული შენობა ლესელიძის ქუჩაზე, ბიზნეს ცენტრის შენობა დ. გულიას მოედანზე (მ. ყავლაშვილთან და ს. კაციტაზესთან ერთად), სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბაზა და სასტუმრო ყაბარდო-ბალყარეთში, სავაჭრო ცენტრი ქ. მახაჭკალაში, საცხოვრებელი კომპლექსი 250 მობინადრეზე ქ. ჟიტომირში, ქ. ოდესაში, სამრეწველო ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის საწარმოო შენობა და საცხოვრებელი სახლები ქ. ბაქოში, ქ. ფოთში, ორ-ორი აგროკომპლექსი საცხოვრებელი უბნებით ქ. შარჟაში (არაბეთის გაერთიანებული ემირატები) და ლიბიაში (სააქციო საზოგადოება "ვარძიის" დაკვეთით), მიწისძვრით დაზარალებული სოფლების აღდგენითი სამუშაოების პროექტები იმერეთში (ჭიათურა, საჩხერე), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ყიფშიძის ქუჩაზე ქ. თბილისში (ი. გაბიტაშვილთან, ს. კაციტაძესთან ერთად), სამთავრობო სასტუმრო სახლი N6 კრწანისში (შ. ყავლაშვილთან ერთად), 11-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ალ. ყაზბეგის გამზირზე, საზღვაო ბანკის შენობა ქ. ფოთში (შ. ყავლაშვილთან და ს. კაციტაძესთან ერთად) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.422 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |