შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ თუთბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1965 წელს და რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (ლ. ტრაუბერგის, გ. დანელიას, მ. ხუციევის, ა. ალოევისა და ვ. ნაუმოვის სახელოსნო) 1970 წელს. მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, რეჟისორის ასისტენტად "ქართულ ფილმში". დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმებისა: "ბედნიერი მგზავრობა" (მ/მ, 1969), "გასეირნება" (მ/მ, 1972), "წყარო" (მ/მ, 1973), "სეტყვა", "ნიკა მთაში" (ორივე 1979), "ბილიკები ცაში" (1981), "დამშვიდობება" (1987), "ერთაწმინდა" (1994), "უცხო" (მ/მ, 1998), "კოლა და ვანო" (მ/მ, 1999), "ობლები" (მ/მ, 2002) და სხვ. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 94; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |