The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მიხაილოვი

დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1919
გარდაცვ. თარიღი:2009  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1938 წელს.

1938 წელს დაიწყო ამავე ინსტიტუტის სამშენებლო მასალების ტექნოლოგიების კათედრაზე ასისტენტად; ორი წლის შემდეგ გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში; 1941-1943წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1944 წელს გადაიყვანეს ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა ბეტონის და რკინაბეტონის საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ; 1949 წლიდან იგი მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტის პროფესორი იყო, 1965-1988წწ. ბეტონისა და რკინაბეტონის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; ახალი სამშენებლო მასალების ტექნოლოგიების მეცნიერული დამუშავებისა და წარმოებაში პრაქტიკული დანერგვისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია; იყო წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის საერთაშორისო ფედერაციის წევრი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო დარგის განყოფილების გამგე. მინიჭებული ჰქონდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, შემდგომ კი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.424

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის არქიტექტურისა და სამშენებლო მეცნიერებათა აკადემია , წევრი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • რსფსრ-ს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: