The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მოდებაძე

გიორგი მოდებაძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაცხი-სალიეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი სპეციალობების ფაკულტეტი ჟურნალისტიკის კვალიფიკაციით.

1980-1988წწ. იყო კომკავშირულ ქალაქ "ბორის ძნელაძის" არქიტექტორი, მთავარი არქიტექტორი, კომპლექსური მშენებლობის უფროსი; 1988-1993წწ. მუშაობდა ქ. ჭიათურის კომუნალური გაერთიანების უფროსად, საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და შემდეგ პროექტის მოადგილედ; 1993-1999წწ. კომპანია "ლაზარეს" გენერალური დირექტორი იყო; 1996-1999წწ. კომპანია "მეტრო XXI საუკუნის" პარტნიორი და მთავარი არქიტექტორი; 1999-2004წწ. კომპანია "ტუვა XXI საუკუნის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი იყო; 2001 წლიდან კომპანია "Seven stars"-ის პარტნიორი და გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან კომპანია "ოქროს კვეთის" მთავარი არექიტექტორი და გენერალური დირექტორი; 2008-2009წწ. კომპანია "მეგაპოლისის" პარტნიორი და მთავარი არქიტექტორი; 2010 წლიდან ფლობს კომპანია "G.M. Studio"-ს; არის ოთხმოცამდე რეალიზებული პროექტის ავტორი, რომლებიც განხორციელებულია როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ბულგარეთში, ლიტვაში, თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და სუდანში; არის ორი საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდოს - "ოქროს ცირკულარისა" და "ოქროს კვეთის" გრან-პრის მფლობელი და საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსებისა და გამოფენების მონაწილე და ლაურეატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.424-425

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ინჟინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2006-)

გააზიარე: