შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომი (იმერეთის მეფე)![]()
ბიოგრაფიაიმერეთის მეფე 1590-1604 წლებში, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე. გამეფდა ოდიშის მთავრის მამია IV დადიანისა და იმერელ თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით. იმავე წელს გიორგი II გურიელმა როსტომი ოსმალთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო და ბაგრატ თეიმურაზის ძე ბატონიშვილი გაამეფა. როსტომი მანუჩარ I დადიანთან გაიქცა. მალე როსტომმა დადიანის დახმარებით ტახტი დაიბრუნა. იმერეთის საქმეებში ჩაერია ქართლის მეფე სიმონ I, რომელსაც იმერეთის შეერთება ჰქონდა გადაწყვეტილი. ოფშკვითის ბრძოლაში (1590) გამარჯვების შემდეგ როსტომმა საბოლოოდ შემოიმტკიცა ტახტი და სიმონს I-ს მოურიგდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.449
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |