The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო მორეტი

დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1899
გარდაცვ. თარიღი:1978  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 1919 წელს.

სწავლის პარალელურად მუშაობდა ა. ნოვაკის ორნამენტული სკულპტურის სახელოსნოში; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობა დაიწყო კინოთეატრ "აპოლოს" მშენებლობაზე; კინოთეატრ "პალასი" (შემდგომში - "ამირანი"), "მაჟესტიკი" (სასტუმრო "თბილისი"), ყოფილი სამხატვრო აკადემიის "წრეების" შენობა (შემდგომში - ოფიცერთა სახლი), სათავადაზნაურო მიწის ბანკი (საჯარო ბიბლიოთეკა), მეფისნაცვლის კანცელარია ყოფილი პეტრე დიდის (შემდგომში ძერჟინსკის) ქუჩაზე, კინოთეატრი "სოლეილი" (მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი) და სხვა ობიექტები; XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა ა. შჩუსევის პროექტით მშენებარე (რუსთაველის გამზირზე) მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ("იმელი") მშენებლობაზე, რომელზეც იმ დროისთვის პირველად იყო გამოყებებული მსუბუქ შემავსებლიანი ბეტონი ("პემზაბეტონი"); მოგვიანებით დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველად; 1938 წელს სამშენებლო ტრესტების "თბილისმშენისა" და "საქკურორტმშენის" გაერთიანების შემდეგ, სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" მმართველი იყო; ხელმძღვანელობდა ქ. გორში სასტუმროს, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის, საკონფერენციო დარბაზისა და სხვა ობიექტების მშენებლობას; ასევე, მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ფუნიკულიორის სადგური, 100-ბინიანი (პირველი მაღლივი 11-სართულიანი) საცხოვრებელი სახლი თბილისში (გმირთა მოედანზე), სახელმწიფო ცირკის, კინოთეატრ "რუსთაველის", თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, წიგნის სახლის შენობები, საცხოვრებელი სახლები, სამშენებლო ინდუსტრიის, სამრეწველო კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებისა და კომუნალური მეურნეობის ობიექტები; საქართველოს პროფსაბჭოს მშენებლობის ხელმშეწყობი საბჭოს დამფუძნებელი და მისი ერთ-ერთი უცვლელი ხელმძღვანელი 20 წლის განმავლობაში. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.427-428

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მშენებლობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, პრეზიდიუმის უცვლელი წევრი
  • მშენებლობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, დამფუძნებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: