The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჟორა მსხილაძე

ჟორა მსხილაძე
Legal name:გიორგი მსხილაძე
Date of birth:1930
Date of death:1990  (at 60 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის-სამშენებლო ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1953 წელს.

1953-1956წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტის "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის ფილიალის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1956-1958წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტის სხვადასხვა პედაგოგიურ თანამდებობაზე; იყო სამშენებლო ფაკულტეტის ლითონის კონსტრუქციების კათედრის გამგე; მისი მონაწილეობით შესრულებულია მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის რთული კონსტრუქციული გაანგარიშებები; წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა ორგანიზაციის ექსპერტ-კონსულტანტი; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; იყო მრავალი გამოგონების ავტორი; იყო რესპუბლიკური და საკავშირო სამეცნიერო და მეთოდური საბჭოების წევრი; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1978 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.432

Bibliography


Share: