შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ მურმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1930 წელს. პრაქტიკული საქმიანობის ეტაპზე მუშაობდა დონეცკის აუზის სხვადასხვა შახტის, "რიონჰესის", "ხრამჰესის", "სოხუმჰესის" მშენებლობაზე და საქართველოს სხვადასხვა სამთამადნო საწარმოში; 1940-1943წწ. მუშაობდა ახალციხის შახტების სამშენებლოს მთავარ ინჟინრად; 1944-1949წწ. დონეცკის აუზის შახტების აღდგენაზე, შახტების მშენებლობის უფროსად; 1949-1955წწ. ტყვარჩელის შახტმშენებლობის ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1955 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა ტყვარჩელის, ტყიბულისა და ახალციხის მრავალი შახტისა და ქალაქების სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, დონეცკის აუზის შახტების აღდგენას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.433-434 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |