Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა მურღულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის ფაკულტეტი 1950 წელს. 1950 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოფლელექტროპროექტის" ინჟინერ-დამპროექტებლად; 1952-1956წწ. იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, სამრეწველო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1956-1970წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სპეციალიზებული ინსპექციისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი; 1970-1973წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" მმართველის მოადგილე; 1973-1977წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგეგმო კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1977-1979წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილე ეკონომიკის დარგში; 1979-1987წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საინფორმაციო-განმკარგულებელი განყოფილების გამგე და მართვის უფროსი; 1987-1989წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის მთავარი ინჟინერი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სახელმწიფო არასაუწყებო ექსპერტიზის სამმართველოს, ხოლო საექსპერტო ორგანოების რეორგანიზების მერე, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებულ მშენებლობის სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარ სამმართველოს; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა დედაქალაქის კეთილმოწყობის გაუმჯობესებას, საქალაქო მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას და განვითარებას, საქართველოს თანამედროვე საექსპერტო ორგანოების ჩამოყალიბებას; არის მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) მონაწილე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.434; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.230 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |