შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა იაკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის კინომცოდნეობის განყოფილება 1977 წელს. 1977-1982წწ. ხელმძღვანელობდა თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო კინოსტუდიასთან მისვე შექმნილ კინოს საინფორმაციო-მეთოდურ კაბინეტს და ფილმოთეკას. დააფუძნა სტუდენტური და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი "ამირანი", 1978-1986წწ. იყო მისი გენერალური დირექტორი. 1982 წლიდან ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 2006 წლიდან უნივერსიტეტის კინოს მუზეუმის გამგეა. მისი წერილები და სამეცნიერო ნაშრომები გამოქნვეყნებულია პერიოდულ და სამეცნიერო გამოცემებში. გადაღებულია ფილმებში: "მირი" (ვ. კოტეტიშვილი, 1979) და "მოდი ვილაპარკოთ" (რ. გიორგობიანი, 1986). კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 96; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |