The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა იაკაშვილი

პაატა იაკაშვილი
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1955
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 2022  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის კინომცოდნეობის განყოფილება 1977 წელს.

1977-1982წწ. ხელმძღვანელობდა თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო კინოსტუდიასთან მისვე შექმნილ კინოს საინფორმაციო-მეთოდურ კაბინეტს და ფილმოთეკას. დააფუძნა სტუდენტური და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი "ამირანი", 1978-1986წწ.  იყო მისი გენერალური დირექტორი. 1982 წლიდან ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 2006 წლიდან უნივერსიტეტის კინოს მუზეუმის გამგეა. მისი წერილები და სამეცნიერო ნაშრომები გამოქნვეყნებულია პერიოდულ და სამეცნიერო გამოცემებში. გადაღებულია ფილმებში: "მირი" (ვ. კოტეტიშვილი, 1979) და "მოდი ვილაპარკოთ" (რ. გიორგობიანი, 1986). კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 96; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.gefacebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი

გააზიარე: