The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ მურჯიკნელი

დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1931  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს.

1955-1960წწ. მუშაობდა საკავშირო სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N448 ხიდმშენი მატარებლის მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად ქ. კურსკში; 1960-1962წწ. მუშაობდა N434 ხიდმშენი მატარებლის მთავარ ინჟინრად ქ. ელეცში; რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუშაობის დროს აშენებული აქვს, ქალაქებში: ორიოლში, იაგოდინში, კურსკში, ელეცში, ტამბოვში, კოველში ხიდები, მდინარეებზე - ზაპადნი ბუგი, ოკა, დონი; ააშენა გზაგამტარები ქ. ლვოვსა და ქ. ორიოლში; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტერიტორიაზე N454 ხიდმშენი მატარებლის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; N39 ხიდმშენი რაზმის უფროსის მოადგილედ; 1986 წლიდან N108 ხიდმშენი რაზმის უფროსად; 1996 წლიდან მუშაობს სააქციო საზოგადოება "ხიდმშენის" N1 ფილიალის საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად; საქართველოში მუშაობის პერიოდში მის მიერ აშენებულია 30-მდე მცირე, საშუალო და დიდი ხიდები, გზაგამტარები და ხელოვნური ნაგებობები, ქ. თბილისში მდ. მტკვარზე ორი საავტომობილო ხიდი, მდ. ხრამზე ორი სარკინიგზო ხიდი, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდ. ენგურზე, მდ. ნატანებზე, მდ. რიონზე საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები, სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.434-435

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
    მშენებლობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: