შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მუსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1937 წელს; საკავშირო საფინანსო ინსტიტუტი ეკონომისტ-ფინანსისტის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1931 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა; ხელმძღვანელობდა თბილისის ღრმაღელის აგურისა და ცეცხლგამძლე ნაკეთობათა ქარხნებს; 1949-1954წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქმშენის" მმართველი; 1961-1980წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" დირექტორის მოადგილე; ხელმძღვანელობდა ჩელიუსკინელების სახელობის ხიდის მშენებლობას თბილისში; იყო მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) მონაწილე; 1946-1949წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს ორჯონიკიძის სახელობის რაიონული საბჭოს დეპუტატი; მიღებული ჰქონდა საბრძოლო და სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.435 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |