The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მუსელიანი

ვახტანგ მუსელიანი
დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1988  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, ინჟინერი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1937 წელს; საკავშირო საფინანსო ინსტიტუტი ეკონომისტ-ფინანსისტის კვალიფიკაციით 1952 წელს.

1931 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა; ხელმძღვანელობდა თბილისის ღრმაღელის აგურისა და ცეცხლგამძლე ნაკეთობათა ქარხნებს; 1949-1954წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქმშენის" მმართველი; 1961-1980წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" დირექტორის მოადგილე; ხელმძღვანელობდა ჩელიუსკინელების სახელობის ხიდის მშენებლობას თბილისში; იყო მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) მონაწილე; 1946-1949წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს ორჯონიკიძის სახელობის რაიონული საბჭოს დეპუტატი; მიღებული ჰქონდა საბრძოლო და სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.435

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

გააზიარე: