The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ მუსერიძე

ანზორ მუსერიძე
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1993  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1956 წელს.

1956-1961წწ. მუშაობდა რუსეთში (ჩელიაბინსკის ოლქში) სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე; 1961 წლიდან საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაშია; იყო უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1976 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ სამელიორაციო გაერთიანების უფროსად; 1978 წლიდან წლების განმავლობაში იყო საქართველოს სსრ წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი სამმართველო "საქმთავარწყალმშენის" უფროსი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ზემო ალაზნის, ტირიფონის, ხაშურის და წნორის მეცხოველეობის კომპლექსის სარწყავი სისტემები, ზონკარის, ალგეთის, დალისმთის წყალსაცავები, დამშრობი სისტემები კოლხეთის დაბლობზე, სამრეწველო, სამოქალაქო, ჯანმრთელობის დაცვის დანიშნულების ობიექტები საქართველოს, შუა აზიის რესპუბლიკების, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე; იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.435

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: