The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით იაშვილი

დავით იაშვილი
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1972
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 2008  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეტრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1993 წელს.

1993-2008წწ. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. განასახიერა როლები: ვოიცეკი ("ვოიცეკი"), ბიჭი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), დონალბეინ, ფლიანსი, მაკდაფის ვაჟი ("მაკბეტი"), ბიჭი ("პირდაღებული"), ღანიშ ("ლამარა"), ჯეონკა ("ქალი გველი"). გადაღებულია ფილმებში: "ცეცხლთან თამაში" (ა. ნინუა, 1990, გელა), "ოსკარი" (რ. გლურჯიძე, 1995), "ჩემი ძვირფასი სანატრელი ბაბუ" (პ. ჩარკვიანი, 1998, ოთარი), "ცარიელი სივრცე"(მ. ბორაშვილი, 2001, 2001), "გასეირნება ყარაბაღში" (ლ. თუთბერიძე, 2005), "უკანასკნელი მატარებელი" (ა. მელიქიშვილი, ნ. ადუაშვილი, 2006), "სე ლა ვი" (რ. ჭყონია, 2007), "მედიატორი" (დ. ცინცაძე, 2008), "სამი სახლი"ზ. ურუშაძე, 2008, ზუკა), ტელესერიალში "ქაღალდის ტყვია" (ლ. თუთბერიძე, 2007, დუდუ), დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი ფილმისა  "პატარა ქალაქი" (2006).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 96; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: