The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენო მუსერიძე

ბენო მუსერიძე
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2013  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960 წლიდან "საქენერგოს" სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო ტრესტის (ამჟამად სს "ენერგორემმშენის") სისტემაში მუშაობდა; გაიარა თითქმის ყველა საფეხური მშენებელი ოსტატიდან ტრესტის მთავარ ინჟინრამდე; მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სამრეწველო-სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; კერძოდ: "საქენერგოს" საწარმოო-სარემონტო მექანიკური ქარხნისა და სასწავლო კომბინატის კომპლექსების (თბილისში), საწარმოო ბაზებისა და საქალაქო თავდაცვის სპეცობიექტების მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მცირე ჰიდროელექტროსადგურების (ჩხოროწყუს, არხოტის), 35 კვ. ელექტროსადგურების (თბილისი, წინანდალი), ამიერკავკასიის გაერთიანებული ენერგოსისტემის სადისპეტჩერო სამმართველოს ზონალური გამოთვლითი ცენტრის კომპლექსური შენობის, მიწისქვეშა გადასასვლელების (თბილისი), საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების, ქართველ ხელოვანთა მიერ შექმნილი ძეგლების (სააკაძის, ბაგრატიონის, ბარათაშვილის, დედაენის) მშენებლობა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.436


გააზიარე: