Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ მუხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1966წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწსახპროექტში"; მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "რუსთაველის" და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მშენებარე ჩაის ფაბრიკების დაპროექტებაში; 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში; 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა სეისმომედეგი კონსტრუქციების ლაბორატორიას; მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") კომისიებში, 1976 წელს უზბეკეთში, 1978 წელს ტაჯიკეთსა და ყურგიზეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების გამოკვლევაში; 1988 წელს სპიტაკის კატასტროფული მიწისძვრის დროს, ხელმძღვანელობდა სომხეთის სოფლის დასახლებულ პუნქტებში დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს; შესრულებული აქვს საქართველოში მომხდარი მიწისძვრების შედეგების ინჟინრული ანალიზი; დაამუშავა შენობა-ნაგებობის სეისმომედეგობის შეფასების ორიგინალური მეთოდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება დასახლებული პუნქტების სეისმური რისკის დადგენაში; ავტორია 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც მიძღვნილია მშენებლობის დარგის აქტუალური საკითხებისთვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.437 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |