The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ილურიძე

ზაზა ილურიძე
ოფიციალური სახელი:როინ ილურიძე
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1944
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 2007  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1967 წელს და საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ქ. მოსკოვი) 1982 წელს.

1967-1969წწ. მოღვაწეობდა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1971-1975წწ. მუშაობდა რკინიგზელთა სახლში არსებულ კინომოყვარულთა სტუდიაში. 1975-1977წწ. ხელმძღვანელობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში არსებულ მხატვრული კითხვის წრეს. 1981-2001წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის თანამდებობაზე. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: "წინათქმა" (მ/მ, 1986), "ჟამი" (თამაზ ბიბილურის რომან "ჟამი კითხულისას" მიხედვით, 1996).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 96; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge


გააზიარე: